ფინანსები
04/11/2021

სებ-ი SBFN-ის შეფასების სისტემაში დაწინაურდა და სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (Sustainable Banking and Finance Network, SBFN) შეფასების სისტემის მოწინავე საფეხურზე გადაინაცვლა და სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელი გახდა.

მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელმა (Sustainable Banking and Finance Network, SBFN) ვებინარი ჩაატარა, სადაც SBFN-ის გლობალური პროგრესის მესამე ანგარიში - Accelerating Sustainable Finance Together - წარადგინა.

ვირტუალურ ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიზანი კი მონაწილე ქვეყნების ექსკლუზიური გამოცდილების გაზიარება იყო. ანგარიში მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მდგრადი დაფინანსების ინიციატივების ყველაზე მრავლისმომცველი შეფასებაა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სალომე თვალოძემ წარადგინა. ის ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას ხელმძღვანელობს. 

ღონისძიებაზე ასევე წარდგენილ იქნა ორი ახალი სამუშაო ჯგუფი - "მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტები" და "მონაცემები და გამჟღავნება". 

გლობალური წლიური ანგარიშის გარდა, უახლოეს მომავალში ცალკეული ქვეყნების პროგრესის ინდივიდუალური ანგარიშებიც გამოქვეყნდება. სებ-ის ცნობით, საქართველოს  პროგრესის ანგარიში 2019 წლის შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს მიმოიხილავს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ESG-ის ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებისა და შესაბამისი შაბლონის გამოქვეყნება იყო. აღნიშნული პრინციპების შესაბამისად, კომერციულმა ბანკებმა უკვე შეავსეს ESG ფორმები, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ამ და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიების შედეგად, საქართველომ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და SBFN-ის შეფასების 6-საფეხურიან სისტემაში მოწინავე საფეხურზე გადაინაცვლა", - აღნიშნავს ეროვნული ბანკი..

SBFN (ყოფილი მდგრადი საბანკო ქსელი, SBN) ამჟამად მზარდი ეკონომიკის მქონე 43 ქვეყნიდან 63 წევრს აერთიანებს. SBFN 2012 წელს დაარსდა, მას სამდივნო და ტექნიკურ პარტნიორობას საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) უწევს და მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ.

საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ქსელის აქტიური წევრია და მუდმივად ჩართულია გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარებისა და საერთო მიდგომების ჩამოყალიბების პროცესში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023