ფინანსები
31/05/2023

სებ-ი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი (ფსკ) 2-დღიან სხდომას ასრულებს და  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადაწყვეტილებას ოთხშაბათის ბრიფინგზე გამოაცხადებს, 12:00 სთ-ზე. 

საკომიტეტო მოსმენაზე ბოლოდროინდელი რეგულაციების ეფექტი შეფასდა. მათ შორის მაკროპრუდენციული ზომები, მოქნილი კალათის მეშვეობით (რეკალიბრაცია), რაც 2016 წლამდე შეუძლებელი იყო და რასაც სებ-ის ბოლო პრეზიდენტი თავისი მმართველობის პერიოდის საეტაპო შესაძლებლობად აფასებს.

მით უმეტეს ახლა, გაურკვევლობის პერიოდში, როცა პროგნოზებზე მნიშვნელოვანი მიმდინარე მონაცემების ანალიზია. 

ანალიზის საფუძველზე სებ-მა ინფლაციის მართვის პროცესში ჩართო რეგულაციები და მათ შორის იყო  სამომხმარებლო სესხების 4 წლიანი ვადის დამოკლება. 

სესხის ვადა 3 წლამდე  აგვისტოში დამოკლდა, რომ შენელებულიყო საკრედიტო აქტივობა, რომელიც ინფლაციას აქცევდა წნეხში.

მიზანი სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტმა მაშინვე განმარტა. რეგულაციას მთლიანი დაკრედიტების შენელებაში 1%-იანი წვლილი უნდა შეეტანა და როგორც 9 თვის თავზე სებ-ი აცხადებს, მაკროპრუდენციულმა ზომამ წნეხი მოხსნაზე იმუშავა.

ახლა ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან წნეხი მოხსნილია და ბაზარს იმედი აქვს, რომ ფს კომიტეტი ოთხშაბათის ბრიფინგზე სესხის  დაგრძელვადიანების თარიღსაც გამოაცხადებს. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევებში რიგგარეშე სხდომასაც იწვევს.

ფსკ აფასებს და აანალიზებს სისტემურ რისკებს, ფინანსური სექტორის ციკლურ პოზიციას და იღებს გადაწყვეტილებებს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის შესახებ.

ადგენს მაკროპრუდენციულ პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებსაც: სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტებს; სექტორზე დამოკიდებული რისკის წონებს; კაპიტალის დამატებითი მოთხოვნას სისტემური მნიშვნელობის ფინანსურ ინსტიტუტებზე...

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023