ფინანსები
05/05/2021

სებ-ი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტების მიღებას შეძლებს

ეროვნული ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტების მიღებას შეძლებს, - საკანონმდებლო ცვლილება უკვე დამტკიცებულია და ის ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.

კერძოდ, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ექნება შესაძლებლობა ფონდში არსებული თავისუფალი სახსრები განათავსოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე. წინასწარი გათვლებით, აღნიშნული ცვლილების ფინანსური შედეგი შესაძლოა იყოს წლიურად 100 000-დან 1 მლნ ლარამდე სარგებელი დეპოზიტების დაზღვევის ფონდისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის კი, ეს ნიშნავს ანალოგიური მოცულობის სარგებლის გადახდას დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის, მაგრამ არა აუცილებელ დამატებით ხარჯს, ვინაიდან სააგენტოს მიერ განთავსებული სახსრების გამოყენება საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია სხვადასხვა ინსტრუმენტებით, სარგებლის მისაღებად.

ეროვნული ბანკს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან ფასიანი ქაღალდების შესყიდვით სადისკონტო ოპერაციების წარმოების უფლებაც ექნება, ასევე სებ-ს შეეძლება თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.

ცვლილებებმა უნდა აღმოფხვრას ის  ხარვეზი, რომელიც დაკავშირებულია დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული თავისუფალი სახსრების დამატებითი სარგებლის მიუღებლობასთან, ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოპერატიული განაღდების შესაძლებლობის უქონლობასთან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023