ფინანსები
15/05/2023

სებ-ი არასაბანკო ინსტიტუტებს ღია ბანკინგში ჩასართავად იწვევს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაამტკიცა. წესის მთავარი მიზანი ერთი მხრივ, სუბიექტების ღია ბანკინგში ჩართვის პროცესის მოწესრიგება, ხოლო მეორე მხრივ, ჩართული სუბიექტების მომსახურების გამართულობის, სანდოობისა და დაცულობის უზრუნველყოფაა.  

სებ-ის ინფორმაციით, ახალი წესის მიხედვით, არასაბანკო ინსტიტუტებს, დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა  ეძლევათ  ღია ბანკინგში ჩაერთონ როგორც ანგარიშზე ინფორმაციის წვდომის, ისე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად. ღია ბანკინგში ჩართვა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებად ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია.

"აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესიც დაამტკიცა, რომლითაც ახალი ტიპის საქმიანობის, ანგარიშზე ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის საშუალებას ნებისმიერ პირს, მათ შორის სებ-ის აქამდე არარეგულირებად სუბიექტებს მიეცათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ღია ბანკინგში ჩართვის პროცესში დახმარება გაუწიოს ნებისმიერ სუბიექტს, ასევე, უპასუხოს დაინტერესებულ მხარეთა შეკითხვებს ინოვაციების ოფისის ელექტრონულ მისამართზე -  innovationoffice@nbg.gov.ge.,"-ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელბულ განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023