ფინანსები
19/07/2022

სებ-ი ₾200 000 ზღვარს აკორექტირებს

სასესხო რეგულაცია 1-ლი სექტემბრიდან კიდევ მკაცრდება, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის ბრძანებით. დეპოზიტით უზრუნველყოფა მსესხებლის ჯამურ ვალდებულებაში აღარ გაითვალისწინება.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის (200 000 ლარიანის ზღვარი), სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების  დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები“, - აღნიშნულია ნორმატიულ აქტში.

მარეგულირებელი ფიქრობს, რომ აღნიშნული შეზღუდვით სავალუტო დაკრედიტების გავრცელებულლი პრაქტიკა მოისპობა.

კერძოდ, როცა ამა თუ მსესხებელს შემოსავალი არ ჰყოფნის ₾200 000-იანი ზღვარი რომ გადალახოს და შესაბამისად სავალუტო კრედიტზე მიუწვდეს ხელი. მაგალითად, თუ შემოსავლები მხოლოდ 195 000 ლარამდე სესხის აღების შესაძლებლობას აძლევს, ანუ აკლდება ₾5 000. დღეს მოქმედი რეგულაციის პირობებში გავრცელებული პრაქტიკით, ამ კატეგორიის პოტენციური მსესხებელი დეპოზიტზე ანათავსებს $3 000-ს, რაც ჯამურ ვალდებულებებში აისახება და აიღებს სავალუტო სესხს $/€70 000-ს (200 000 ლარს). ევროში დაკრედიტება დოლართან გაუფასურების პირობებში უფრო მიმზიდველი გახდა (ამ დროისთვის 1 ევრო 1,02 დოლარი ღირს წინა კვირის განმავლობაში კურსი გათანაბრებულიც იყო).

ასევე სებ-ის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება სავალუტო დაკრედიტება ₾200 000-მდეც, თუ მსესხებელს სავალუტო დეპოზიტიც ექნება. სებ-ი ამ რეგულაციაში მომხმარებელზე ზრუნვის მოტივს ხედავს. გავრცელებული პრაქტიკით, სავალუტო დეპოზიტარს ვალუტის საჭიროება რომ უჩნდება, უწევს საანაბრე პირობების დარღვევა, ცვლ,ილების ამოქმედების შემდეგ კი დეპოზიტს აღარ მოაკლებს და საჭიროებისამებრ სესხს აიღებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები