ფინანსები
16/06/2023

საუბრები ფოტოგრაფიაზე თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 20 და 24 ივნისს, უმასპინძლებს გურამ წიბახაშვილის და მირიამ გრიგალაშვილის შეხვედრებს ფოტოგრაფიის შესახებს. შეხვედრები, თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე, ნესტან აბდუშელიშვილის და დავით სულაქველიძის გამოფენების ფარგლებში გაიმართება.

20 ივნისი | 19:00

შეხვედრა კურატორ მირიამ გრიგალაშვილთან.

თემა: როგორ შევქმნათ ფოტო ისტორიები და გავიტანოთ საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე.

შეხვედრაზე განხილული იქნება ფოტო პროექტებზე მუშაობის ეტაპები - როგორ იქცევა იდეა ფოტო ისტორიად, როგორია მზადება გადაღებისთვის, რა უნდა გაითვალისწინოს ფოტოგრაფმა გადაღებისას და რა ხდება გადაღების დასრულების შემდეგ - ფოტოების შერჩევისა და ე.წ. სიქუენსის შექმნის მეთოდები.

გარდა შემოქმედებითი მუშაობისა, თანამედროვე ფოტოგრაფიულ სამყაროში, ავტორს საკუთარი ნამუშევრების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ვალდებულებაც ეკისრება. სწორედ ამიტომ, შეხვედრაზე დრო დაეთმობა იმ შესაძლებლობების განხილვას, რაც ფოტოგრაფებს პროექტების პოპულარიზებისთვის ეძლევათ, ასევე, სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს.

24 ივნისი | 17:00 საათი

შეხვედრა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან

თემა: დავით სულაქველიძის შემოქმედება „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები”

ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი შეხვედრაზე ისაუბრებს დავით სულაქველიძის შემოქმედებაზე.

დავით სულაქველიძე უშუალო მონაწილე იყო და მან ფოტო ფირზე აღბეჭდა მოვლენები, რომლებიც 80-იანი წლების საქართველოში ვითარდებოდა. შემოგვინახა ისტორიული ფაქტები, რომლებიც ეპოქის დასასრულს, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. დღეს, თიბისი კონცეპტში, წარმოდგენილი გამოფენა, არის საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს არის ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნება.

შეხვედრებზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023