საცალო დეპოზიტებით BOGG ლიდერის პოზიციას იმყარებს
საბანკო სექტორში ფიზიკური პირების დანაზოგები წლის დასაწყისიდან მცირდება. 2021 წლის ბოლოს 20,210 მლრდ ლარის პორტფელი იყო, 1-ლი მარტისთვის (01.03.2022) საბანკო სექტორში 20.178 მლრდ ლარის საცალო ანაბრები რჩება.
სებ-ის ინტერატიული სტატისტიკით, ფიზიკური პირების დეპოზიტების 73% უცხოურ ვალუტაშია, მათ შორის 12.3 მლრდ ლარის აშშ დოლარში და 2 მილიარდამდე ევროში.
ლარის პორტფელის სტიმულირების სებ-ის რეგულაციამ სექტორი დიდად ვერ წაახალისა. 10 თვეა დოლარიზებულ (>70%) პორტფელიან ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო 25% ნორმა მოეთხოვება, 40%-იანს კი 10%).
მარტის ბოლოს "ბაზისბანკი" მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს, თვის დასაწყისში კი "საქართველოს ბანკმა" ლიდერის პოზიცია დაიკავა.
| 
 
  | 
 01.03.2022 (₾)  | 
 2021 (₾)  | 
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 8,264,243,000  | 
 8.134.187.000  | 
| 
 თიბისი ბანკი  | 
 8,057,127,000  | 
 8.137.970.000  | 
| 
 ლიბერთი ბანკი  | 
 1,258,829,000  | 
 1.215.234.000  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 486,246,000  | 
 486.448.000  | 
| 
 ტერა ბანკი  | 
 435,721,000  | 
 435.440.000  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 399,746,000  | 
 397.136.000  | 
წყარო: ბანკები
"ვითიბის" 557 მლნ-იანი პორტფელით "ბაზისბანკის" გამსხვილება ჯერ არ ასახულა. სანქცირებული "ვითიბის" შვილობილისგან დეპოზიტარების გადაყვანა პირველი ტრანზაქცია იყო, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მე-4 დღეს.
