ფინანსები
18/10/2021

"საპროცენტო განაკვეთი, რომელიც აქვს ლიბერთის საბაზრო საპროცენტო განაკვეთია" - გიორგი კაპანაძე

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „რეალური სივრცე“ განაცხადა, რომ  დღეს პრობლემაა ის, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, გარდა ამისა, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ  პენსიონერებს დღეს პენსია 240 ლარი აქვთ და მათ მედიკამენტის შესაძენად სესხის აღება სჭირდებათ.

„მე და ჩემი ორგანიზაცია საკმაოდ დიდი ხანია ვსწავლობთ საბანკო სექტორს, მათ შორის, ე.წ. საპენსიო სესხებსაც. ბოლო პერიოდში მეც პირადად საკმაოდ აქტიურად ჩავერთე ამ საკითხში. საკომიტეტო მოსმენებზეც გვქონდა კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო პერიოდში, როდესაც საკითხის დეტალური შესწავლა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ლიბერთი ბანკს აქვს, არის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი და ეს არის მთლიანად საბანკო საბანკო სექტროში“, - აცხადებს კაპანაძე. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ნომინალური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 27%-ს შეადგენს, ეფექტური კი არის გაცილებით მეტი და  32%-დან დაახლოებით 49%-მდე მერყეობს.

„ხანდაზმულ ადამიანებთან მიმართებაში არამხოლოდ ლიბერთი ბანკი, არამედ სხვა ბანკებიც გასცემენ სესხებს, უბრალოდ, სხვადასხვა პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო. ხშირ შემთხვევაში, თუ ადამიანს მხოლოდ პენსია აქვს შემოსავალი, არ ხდება პენსიის გაცემა,“-აცხადებს კაპანაძე.

მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ქვეყანაში 65 წელზე ზევით ასაკის ადამიანებზე სიცოცხლის დაზღვევა არ ხდება, არ იზღვევა სესხიც.

„ამ შემთხვევაში სესხის დაზღვევა გულსხმობს სიცოცხლის დაზღვევას. როგორც აღმოჩნდა, თვითონ სადაზღვევო კომპანიები იკავებენ თავს, არ აზღვევენ. 65 წელს ზემოთ პენსიონერებს, მათ მაღალი რისკის ადამიანებად თვლიან, შესაბამისად, არ ხდება მათი დაზღვევა. ბუნებრივია, ესეც ზრდის რისკს.

დღეს, ლიბერთი ბანკში საპროცენტო განაკვეთი  30.65%-ია. ბანკის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, თუმცა, ნამდვილად ვიცი, რომ პროცენტი ასეა. შესაძლოა  წინა წლებში იყო უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ეკონომიკურმა გამოცემამ , „ბანკებმა და ფინანსებმა“ ჩაატარა კვლევა  და აღმოჩნდა, რომ სხვა ბანკებში ხანდაზმულ ადამიანებში საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია და დაახლოებით 31%-დან 49%-მდეც კი მერყეობს. ეს მთლიანად საფინანსო სექტორში არსებული რეალობაა,“-აცხადებს კაპანაძე.

საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გამოსავალს დაგროვებითი საპენსიო სისტემის განვითარებაში ხედავს და იმედოვნებს, რომ სულ ახლახანს ამოქმედებული მექანიზმი გაამართლებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023