ფინანსები
12/05/2021

საპენსიო სააგენტო დანაზოგების საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის ემზადება

საპენსიო სააგენტო დანაზოგების საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის ემზადება.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერის გიორგი მელიქიძის განმარტებით, ინვესტირების პროცესი უახლოეს პერიოდში, ცენტრალური დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ დაიწყება.

„ცენტრალური დეპოზიტარის შერჩევის პროცესი რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ 2-3 კვირაში დასრულდება. ამას მალე გავაჟღერებთ. როგორც კი დეპოზიტარი გვეყოლება გადავინაცვლებთ გლობალურ ფასიან ქაღალდებში. მოხდება სავალუტო დივერსიფიკაცია აუცილებლად და მოხდება არა სავალო ფასიან ქაღალდებში გადასვლა, არამედ ისეთი ფასიანი ქაღალდების შეძენა, სადაც გვექნება ზრდის პოტენციალი, ანუ მოხდება თანხის ინვესტირება აქციებში, ინდექსებსა და ფონდებში“, - განაცხადა გიორგი მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, სააგენტო ელის, რომ გრძელვადიან პერიოდში თანხებზე დარიცხული მომგებიანობა დღეს არსებულ 11%-ზე მეტი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფასიანი ქაღალდების ბაზრებიც გაძვირებულია, გრძელვადიან პერსპექტივაში ველოდებით, რომ  გაცილებით მაღალი მომგებიანობა გვექნება, ვიდრე რომ დავრჩეთ ფიქსირებული შემოსავლების აქტივებში“, - აღნიშნა გიორგი მელიქიძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია.

საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%. საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.  საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული.

დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800- მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1,145,808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023