ფინანსები
27/12/2021

"საპენსიო მომსახურებაზე ელისაშვილი იხტიბარს არ იტეხს, არ უნდა აღიაროს, რომ მისი აქტივობა ღია კარის მტვრევა იყო"

საპენსიო და სოციალური მომსახურების საკითხზე ტენდერის გამოცხადება, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კარგი საშუალებაა კითხვებზე პასუხის გასაცემად.

გიორგი კაპანაძე ოპოზიციონერი პარლამენტარის, ალეკო ელისაშვილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"საპენსიო და სოციალური მომსახურების საკითხზე ტენდერის გამოცხადება კარგი საშუალებაა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. მუდმივად ამაზე ვსაუბრობ, პირველი საპარლამენტო მოსმენიდან, დღემდე.

თუმცა, ელისაშვილის გუშინდელი გამოსვლა სულ სხვა სულისკვეთებით იყო წარდგენილი. მას არ უნდა აღიაროს, რომ საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით, მისი აქტივობა უშედეგო აღმოჩნდა.

მას ასევე არ უნდა იმის აღიარება, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წამოიწყო საპენსიო მომსახურების თაობაზე მსჯელობა, თან ისე, რომ საერთოდ არაფერი ჰქონდა შესწავლილი და, სამწუხაროდ, ახლაც არაფრის შესწავლას ცდილობს.

ელისაშვილს არ შეუძლია კონკრეტულად ისაუბროს თითქოს მის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არანაირი ინიციატივა არ გააჩნია. ეს არაერთხელ დადასტურდა მათ შორის ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვებზე არაერთგზის თავის არიდებით. ჩვენი ორგანიზაციის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ვერანაირი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, თუ რა ინიციატივები გააჩნია მას და მის პარტიას, საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით.

მისი გამოსვლების უკან მარტივი საკითხი დგას - ელისაშვილი უბრალოდ იხტიბარს არ იტეხს და არ უნდა აღიაროს, რომ სინამდვილეში მთელი მისი აქტვობა ღია კარის მტვრევა იყო და მეტი არაფერი.

მეტიც, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა აღნიშნული საკითხი მხოლოდ საარჩევნოდ, პოპულისტურ თემად გამოიყენეს და არჩევნების დასრულებასთან ერთად მიივიწყეს. ახლაც, მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ ხოლმე ამ თემას და, ძირითადად, ყოველგვარი არგუმენტების და გათვლების გარეშე", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, ტვ "პალიტრას" გადაცემა "360" პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპენსიო მომსახურების საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტენდერი ახალ წლამდე ჩატარდება. მისივე თქმით, პარტიას საპენსიო მომსახურების საკიტხზე საკოორდინაციო საბჭოშო გაგზავნილი აქვს ინიციატივები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023