
ფინანსები
04/08/2020
საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი ₾68 მლნ-ია
3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო აქტივების 100% ამ დროისთვის ლარშია დენომინირებული.
საპენსიო სააგენტოს ამოქმედებიდან სქემაში რეგისტრაცია გაიარა 1 042 084- მა ადამიანმა.