სამომხმარებლო სესხების პორტფელში ₾328 მლნ-ის პრობლემური კრედიტები რჩება
სამომხმარებლო სესხებში 328 მლნ ლარის პრობლემური კრედიტები რჩება (აპრილის მდგომარეობით), მათ შორის ლარის პორტფელის 5%-ია გაპრობლემებული, აშშ დოლარის 6.3% და ბანკების პორტფელში ყველაზე ცოტა -3.6% უმოქმედო სესხო ევროშია.
სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით, სამომხმარებლო დაკრედიტება გაფუჭების მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება, პანდემიის, ომის კრიზისის და სხვა გლობალური შოკების გავლენის გარეშეც.
პანდემიამდე დოლარის სესხების 9% იყო პრობლემური, ლოქდაუნში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა მაქსიმალურ 18%-მდე. 2022 -ის დასაწყისში 6.9% იყო და აპრილის მდგომაროებით 6.3%-მდეა შემცირებული.
სებ-ი სავალუტო დაკრედიტების მოსათოკად რეგულაციებიც გაამკაცრა, ახლადამოქმედებული შეზღუდვით მსესხებლის შემოსავლების მოთხოვნა გაზარდა: PTI 50%-დან 25%-მდე შეამცირა. სებ-ის დამატებით ზომებსაც არ გამორიცხავს, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის, 25%-დან კვლავ 30%-მდე გაზრდას.
უმოქმედო სესხები ვალუტის მიხედვით (ლარში)
| 
 
  | 
 ₾არი  | 
 აშშ დოლარი  | 
 ევრო  | 
| 
 01.01.2022  | 
 272 342 409  | 
 41 304 381  | 
 7 815 984  | 
| 
 01.04.2022  | 
 284 409 132  | 
 35 727 607  | 
 7 537 269  | 
წყარო: სებ-ი
როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით რეგულირდება. 01.04.2022-ის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 6.67 მლრდ ლარს შეადგენს და 804 მლნ ლარამდე მოდის სავალუტო სესხებზე, მათ შორის უმეტესობა აშშ დოლარშია.
ბანკები მთლიანი სესხებით
| 
 
  | 
 
  | 
 01.05.2022  | 
 01.01.2022  | 
| 
 
  | 
 მლრდ ₾  | 
 მლრდ ₾  | 
|
| 
 1  | 
 თიბისი ბანკი  | 
 16,667,999  | 
 16.7  | 
| 
 2  | 
 საქართველოს ბანკი  | 
 15,663,730  | 
 15.4  | 
| 
 3  | 
 ლიბერთი  | 
 2,272,609  | 
 1.97  | 
| 
 4  | 
 ბაზისბანკი  | 
 2,027,659  | 
 1.25  | 
| 
 5  | 
 კრედო  | 
 1,550,706  | 
 1.49  | 
| 
 6  | 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 1,319,792  | 
 1.35  | 
წყარო: სებ-ი და კომერციული ბანკები
