ფინანსები
01/11/2023

"საქართველოში ფინანსური განათლების დონე, სხვა ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებზე დაბალია"

"ბოლო კვლევის საფუძველზე, საქართველოში ფინანსური განათლების დონე კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე დაბალია,"-ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსმა, მაია მარქარაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო კვლევა 2019 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია OECD (Organisation for Economic Co-operation and Development) ხელშეწყობითა და მათი მეთოდოლოგიით ჩატარდა. კვლევა სამი მიმართულებით მიმდინარეობდა. პირველი არის ცოდნის კომპონენტი, რომელიც მაგალითად,  პროცენტის გამოთვლას ან ინფლაციის მნიშვნელობის ცოდნას მოიცავს. მეორე კომპონენტი ქცევაა, თუ რამდენად დროულად იხდის ადამიანი გადასახადს და მესამე არის დამოკიდებულებები.

მარქარაშვილის ცნობით, ქვეყანა სხვა კვლევაში მონაწილე ქვეყნებს სწორედ დამოკიდებულებების კომპონენტის საფუძველზე ჩამორჩება. დამოკიდებულებები მოიცავს ფულის დაზოგვის კომპონენტს.

"როდესაც დამოკიდებულების პრობლემას ჩავეძიეთ, გამოიკვეთა, რომ საქართველოში მოსახლეობა მომავალს სკეპტიკურად უყურებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდების ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას განაგრძობს. სწორედ ამ კამპანიის ნაწილია  "მოიწვიე ფინედუ კლასში" , რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ეროვნული ბანკის ან პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლები ინტერაქციულ ღია გაკვეთილებს უტარებენ, ფინანსური განათლების ამაღლებისათვის,"-აცხადებს მარქარაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში 100 დესპანია ჩართული. აქედან, დაახლოებით 70%, გარე პარტნიორების თანამშრომლები არიან.

როგორც ფინანსური განათლების განყოფილების უფროსმა განაცხადა, სკოლების მხრიდან დაინეტერესება მზარდია.

მარქარაშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც 5-6 წელიწადში ფინანსურ განათლებაზე  კვლევა განახლდება და იმედოვნებს, რომ განხორციელებული პროექტის შედეგები გამოიკვეთება, თუმცა მნიშვნელოვანი ნახტომი მოსალოდნელი არ არის.

ცნობისთვის,  პროგრამა  "მოიწვიე ფინედუ კლასში" 4 წელია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიც წელიწადში ორჯერ მიმდინარეობს. 2023 წელს, პროგრამაში 300 კლასი და 6500 მოსწავლემდეა ჩართული. პროგრამა 31 ოქტომბერს დაიწყო და 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023