ფინანსები
09/11/2021

საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.96 მლრდ-მდე შემცირდა

აგვისტო-სექტემბრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ოქტომბერში შემცირებულია. 

სებ-ის მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით რეზერვები თითქმის 118 მლნ დოლარით 3.96 მლრდ დოლარამდე შემცირდა, ზრდაა წლიურ ჭრილში 182 მლნ დოლარით.

მთლიანი რეზერვებიდან უცხოური ვალუტის რეზერვები $3.47 მლრდ-ია.

პანდემიის ფონზე სებ-ს საერთაშორისო რეზერვების აქტიური ხარჯვა უწევს. წლის დასაწყისიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე 333 მლნ დოლარი აქვს გაყიდული, აქედან 60 მლნ სექტემბრის ბოლოს, მას შემდეგ სებ-ი სავალუტო ბაზარზე პასიურობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ IMF-ისგან $286 მლნ-ის (202 მლნ SDR) სარეზერვო აქტივი სექტემბერში მიიღო. მაშინ სებ-მა განმარტა, რომ SDR-ის ფლობა ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად უფრო ძვირადღირებული საშინაო ან საგარეო ვალის აღება შეამციროს და ქვეყნის უპირობო ვალდებულებაა. იგი საგადასახდელო ბალანსის აქტივებში აღირიცხება, ერთი მხრივ, როგორც სარეზერვო აქტივი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც გრძელვადიანი ვალდებულება.

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023