ფინანსები
17/12/2021

საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა

საქართველოს ბანკი პროცესების გამარტივების მიზნით ციფრული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა. პლატფორმა იმ კომპონენტების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესს ბევრად უფრო მარტივს და მოქნილს ხდის. დიზაინ სისტემის ფარგლებში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს დიზაინისა და ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების კომუნის ჩამოყალიბებას და მათ განვითარებას.

უფრო კონკრეტულად, დიზაინ სისტემა მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკაა, რომლის თითოეული ელემენტიც ბრენდის საერთო სტილის, კონცეფციისა და წესების გათვალისწინებითაა შექმნილი, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ასევე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.

დიზაინ სისტემის დახმარებით, გაცილებით უფრო მარტივი ხდება ნებისმიერი რაოდენობის ციფრული პროდუქტის მართვა და მათი შექმნისას ერთგვაროვნების დაცვა. ეს კი, მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო ინტუიტიურს, თანმიმდევრულს და კომფორტულს ხდის.

„დიზაინ სისტემა მომავალზე ორიენტირებული, მოქნილი პლატფორმაა, სადაც იმ გაიდლაინებს მოვუყარეთ თავი, რაც საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში გამოიყენება. საქართველოში ცოტა კომპანია თუ მართავს საკუთარ ციფრულ არხებს ცენტრალიზებულად. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილება ნებისმიერი გარე დაინტერესებული ადამიანისთვისაც გაგვეზიარებინა, იქნება ის დიზაინერი, დეველოპერი, მენეჯერი თუ სხვა. აღნიშნული ვებ-გვერდით, ჩვენი მიზანია,  არა მხოლოდ საქართველოს ბანკის შიდა პროცესები გავხადოთ უფრო ეფექტური, არამედ ნებისმიერ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, თავადაც გაეცნონ დიზაინ სისტემის შექმნის და დანერგვის მიმართულებით ბანკის გამოცდილებას და შემდგომში, ეს საკუთარ პროფესიულ განვითარებას თუ საქმიანობას მოახმარონ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან კობახიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023