ფინანსები
03/04/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SMEDA-ს ბიზნეს ფორუმი ქუთაისში გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საინტერესო ინიციატივებს.  ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთან ერთად, 4 აპრილს, ქუთაისში მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. თემა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეძღვნება.

შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ.

ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ესენი არიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), სოფლის განვითარების სააგენტოს და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ.

ფორუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დაფინანსების ალტერნატიული წყაროები; ბუღალტერიის გაციფრულების პროგრამა; დაფინანსების მოძიების შესაძლებლობა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან; საგრანტო და თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამები და სხვა.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა ჯერ კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.  მოხარული ვართ, რომ  მონაწილეობას ვიღებთ ქუთაისში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნოთ თუ რა შესაძლებლობები აქვთ ბიზნესის განვითარებისთვის.  ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. მაგალითისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული ბუღალტერია, როგორ დაეხმარება ის მათ და როგორ წარმართონ კიდევ უფრო მარტივად საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებენ.

ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023