ფინანსები
09/12/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს ბანკი ფინანსური და ეკონომიკური განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) გუნდი საქართველოში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადას სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს, რომელიც ყოველწლიურად ჩეხური ორგანიზაცია INEV-ის მოდელით ჩატარდება.

პირველ ეკონომიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ.

ოლიმპიადა ადგილობრივ დონეზე ორი რაუნდისგან შედგება: სკოლის ტური, რომელიც  წერითი ტესტირების სახით ჩატარდება და ეროვნული რაუნდი, რომელიც პანელურ დისკურსიებთან ერთად, წერით და ზეპირ ტესტირებას მოიცავს.

რაც შეეხება მომდევნო, საერთაშორისო რაუნდს - ის სლოვაკეთში ჩატარდება და მონაწილეობას ეროვნულ ტურში შერჩეული 5 მონაწილე მიიღებს. მოსწავლეები, როგორც წერით და ზეპირ გამოცდას გაივლიან, ასევე შეძლებენ  ვორქშოპებსა და სხვადასხვა სახის გუნდურ აქტივობებში ჩართვას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფინანსური და ეკონომიკური განათლების წახალისებას ისახავს მიზნად, გადავწყვიტეთ საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა ჩავატაროთ. ეს არ გახლავთ კლასიკური ეკონომიკის ოლიმპიადა, არამედ ეს არის კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებზე მორგებული თემები, რომელიც მათემატიკურ, ფინანსურ და სამოქალაქო საკითხებს მოიცავს. ამ ღონისძიებამ უნდა გააერთიანოს, როგორც  სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ოლიმპიადამ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს და  წაახალისოს, ისწავლონ და დააგროვონ მეტი ცოდნა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, რაც მათ სამომავლო წარმატებაში დაეხმარებათ. ჩეხური ორგანიზაცია INEV უკვე 6 ქვეყანაში (სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, პოლონეთი და ჩინეთი) წარმატებით ატარებს ოლიმპიადებს, რომლებშიც ყოველწლიურად  100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელია ჩართული. ეს გვაძლევს მეტ მოტივაციას, ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოშიც ყოველწლიურად ასეთი მასშტაბით ჩავატაროთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ  ეკონომიკური და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის“ დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანიიისთვის, ფინანსური განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს  წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ეკომონიკის ოლიმპიადის მხარდამჭერი, რადგან ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ფინანსური განათლების დონის გაზრდა ახალგაზრდა თაობაში. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგალითად, როგორიცაა: კინგსი, სტემ ბანაკი, მათემატიკის ოლიმპიადა და ა.შ. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი მხარდაჭერით  საქართველოში პირველად ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ  ჩვენს მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებზე დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რადგან მომავალში ფინანსურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023