ფინანსები
28/01/2021

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ინგლისური ენის ცენტრი "აი ენ თი" უძრავ ქონებას შეიძენს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, "აი ენ თი"- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის თანხა გამოყო. ფინანსური რესურსი უძრავი ქონებისა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ცენტრი ბათუმში მდებარეობს და უკვე 11 წელია ფუნქციონირებს. ამჟამად ობიექტი 32-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

„აი ენ თი“ ყოველწლიურად  650-მდე მოსწავლეს იღებს, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სწავლის დონის დამადასტურებელ, ადგილობრივ სერტიფიკატებს გასცემს. სასწავლო ცენტრი სამომავლო გაფართოების მიზნით ახალი ფილიალების გახსნასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ „აი ენ თი“-ს და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაში. ბათუმში მდებარე ინგლისური ენის სწავლების ცენტრი უკვე მრავალი წელია ამზადებს მსურველებს. ჩვენი ხელშეწყობით კი ცენტრმა ახალი ინვენტარი და უძრავი ქონება შეიძინა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება კიდევ უფრო მეტი მოსწავლისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაში. წარმატებას ვუსურვებთ „აი ენ თი“-ს სამომავლო საქმიანობაში, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ როგორც განათლების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023