ფინანსები
15/06/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფინანსური ხელმისაწვდომობის თემაზე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ბიზნესს განვითარებისთვის საჭირო სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს და ასევე,  მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს მისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია დარგის ექსპერტებისგან. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 14 ივნისს, 4B სივრცეში სემინარი გამართა.

შეხვედრა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ ჩაატარა, რომელმაც ბიზნესის განვითარებისთვის სწორად წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სემინარის დამსწრეებთან ერთად გამართული ბუღალტერიის, როგორც ორგანიზაციის წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორის შესახებ ვისაუბრეთ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ბიზნესებისთვის გაგვეზიარებინა ის ძვირფასი გამოცდილება, რომელიც ჩვენი კომპანიის 100-ზე მეტ კლიენტთან თანამშრომლობით დაგვიგროვდა“, - განაცხადა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ.

„ჩვენ, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად ვცდილობთ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ისეთ საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა,  ელექტრონული კომერცია და სხვა. სწორედ ამ მიზნით უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობთ, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გაცნობა, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ გაძლიერდნენ და განვითარდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენც არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მუდმივ მცდელობას, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულებების  სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა.

სემინარი საქართველოს ბანკის, FAS Group-ის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და BPN Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023