ფინანსები
24/12/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 1000 სტუდენტი "საბას" ონლაინ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას შეძლებს

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისხმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, კვლავ განაგრძობს განათლების მხარდაჭერას.

სტუდენტების წახალისების მიზნით, ბანკი იმ 1000 სტუდენტს შეარჩევს, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ასრულებდა ტრანზაქციებს სტუდენტური ბარათით. მათ 31 დეკემბერს, საახალწლოდ, საჩუქრად „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკის 1 წლიანი გამოწერა გადაეცემათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში, „საბას“ გამომწერები შეძლებენ შეუზღუდავი წვდომით ისარგებლონ 6000-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის და 450-მდე პროფესიული ლიტერატურის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან წიგნზე. მათ შორის, ხმოვან წიგნებსა და პოდკასტებზე.

აპლიკაციაში ე.წ. რიდერის ტექნოლოგია და მრავალი სხვა ფუნქციონალი სტუდენტებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. სტუდენტური ბარათის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ სტუდენტების საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული შეთავაზებებით თუ პროექტებით, მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს.

„საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, „საბასთან“ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების განვითარებაში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება, რათა მსურველებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას და გზების პოვნას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იპოვოს მისი წარმატების გზა და ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023