ფინანსები
26/06/2023

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმებისთვის გაყიდვების თანამედროვე მიდგომებზე ვორკშოპს გამართავს

საქრათველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას. ამ მიზნით 28-29 ბანკისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს პარტნიორობის ფარგლებში გაყიდვების სფეროს თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით ვორკშოპი გაიმართება. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B-ს სივრცეში ჩატარდება და მას კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი,  ნანა აბურჯანიძე გაუძღვება.

„დამსწრე ქალბატონებთან ვისაუბრებ გაყიდვების სწორად წარმართვასთან დაკავშირებულ ისეთ თემებზე, როგოროიცაა: როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს; როგორია ბაზარი და კონკურენცია; რამდენად ესადაგება პროდუქტი თანამედროვე მიდგომებს; როგორ შევუქმნათ მოტივაცია გაყიდვების გუნდს, როგორც ვმართოთ მოლაპარაკებები და ავაწყოთ ურთიერთობა მომხმარებელთან”,- განაცხადა ნანა აბურჯანიძემ, კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელმა.

ვორკშოპზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

ვორკშოპი მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვისაა, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის  ბიზნეს მომხმარებელი, შეგიძლიათ  ონლაინ გახსნათ ანგარიში და საჩუქრად მიიღოთ ბიზნესპროდუქტები, რომლებიც თქვენი საქმიანობის ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. თუ ანგარიშს ონლაინ, 31 აგვისტომდე გახსნით და  შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათს,  ანგარიშის გახსნისას  50%-იან ქეშბექს მიიღებთ.

მეტი დეტალი ხელმისაწვდომია თანდართულ ბმულზე

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023