ფინანსები
05/06/2023

საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკი „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში  „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებულად დასახელდა.

საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას.

ბანკმა, ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობა 2020 წლიდან დაიწყო. მისი საქმიანობის არეალი კი მოიცავს აზრის გაგების, ზეპირი მეტყველების გატექსტებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმის ავტომატიზებას. აღნიშნულ ინსტრუმენტებს ბანკი ყოველდღიური საქმიანობის პროცესებში ნერგავს, რისი მეშვეობითაც მუდმივად ავითარებს და ხვეწს  ტექნოლოგიებს.

„დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში, ქართულ ენაზე მოსაუბრეთა მცირე რიცხვის გამო, ქართული ენა ხშირად რჩება გიგანტური კომპანიების ყურადღების მიღმა. ამიტომ, საქართველოს ბანკმა, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აქტიურად დაიწყო მუშაობა ქართული ენის გაციფრულებაზე, რითაც მას ახალ ფუნქციურ როლსა და სიცოცხლეს შესძენს, აქცევს სრულად ტექნოლოგიებზე მორგებულ ენად და დაიცავს ციფრულ სამყაროში დაკარგვის საფრთხისგან. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ აღიარა, როგორიც Global Finance-ია. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობას, შევიტანოთ წვლილი ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. ყოველი ახალი საერთაშორისო აღიარება კი გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს  ირაკლი გოგატიშვილი,  საქართველოს ბანკის  მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2023 წლის გლობალური ინოვატორების ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-ის საერთაშორისო გუნდმა წელს მეთერთმეტედ შეაფასა ბანკების, ორგანიზაციების და ფინტექ კომპანიების პროდუქტები და სერვისები.

ინოვატორების ჯილდოს  მფლობელები კი ის კომპანიები გახდნენ, რომლებიც ქმნიან ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ განვითარებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023