ფინანსები
22/12/2020

საქართველოს ბანკი დეველოპერების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. დეველოპერების საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ბანკმა ბოლო 1 წლის მანძილზე არაერთი სიახლე დანერგა. შთამბეჭდავი შედეგები კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი დეველოპერების საიმედო პარტნიორია.

სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკის მიერ არის გაცემული. ამჟამად ბანკი 200-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 400-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.

მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად ბანკმა საგრძნობლად გაამარტივა დეველოპერების პარტნიორად დამატების პროცესი და მომხმარებელს კიდევ უფრო მოქნილი, მის საჭიროებებზე მორგებული პირობები შესთავაზა. გარდა ამისა, დეველოპერებისა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით,  შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი, 4B სივრციდან კომპლექსური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.  რაც საბოლოო ჯამში ამ მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დეველოპერების მხარდასაჭერად და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით,  საქართველოს ბანკმა მრავალი სიახლე დანერგა. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, კვლავაც გავაგრძელოთ დეველოპერების მხარდაჭერა, მეორეს მხრივ კი, მომხმარებელს უძრავი ქონების შესაძენად მაქსიმალურად კომფორტული გარემო, კიდევ უფრო მოქნილი და  საინტერესო პირობები შევთავაზოთ. ამისთვის შევქმენით სპეციალური გუნდი, რომელიც  დეველოპერებს 4B სივრციდან მოემსახურება. გვჯერა, რომ გამარტივებული და განახლებული პროცესები, როგორიცაა მაგალითად, პარტნიორობის ახალი სქემები და გაუმჯობესებული პირობები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც დეველოპერების სამომავლო საქმიანობის განვითარებას, ასევე მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, სასურველი უძრავი ქონება მარტივად, მათთვის ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. ჩვენ არ ვჩერდებით ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ გზების პოვნას, რათა ვიყოთ დეველოპერების საიმედო პარტნიორი“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023