ფინანსები
29/01/2021

საქართველო ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად ენერგოკრედიტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ  ნერგავს.

ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ბანკმა ახალი პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზება პარტნიორების დახმარებით  შეძლო.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სიახლეების დანერგვას. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ სრულიად ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი. აღნიშნული პროდუქტი იდეალური წყაროა ალტერნატიული ელექტროენერგიის მისაღებად, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს. ამასთან, მისი დახმარებით მომხმარებელი შეძლებს საგრძნობლად დაზოგოს ელექტროენერგიის ხარჯები და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს. „დაზოგე და იზრუნე გარემოზე“- ესაა ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროექტის განხორციელებისას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023