ფინანსები
08/05/2023

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Fitch Ratings" თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB –‘’-დან „BB“ დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-'’დან „bb’’- მდე გაზარდა. ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ“ ნიშნულზე  შენარჩუნდა.

„Fitch Ratings“-ის განცხადებით, თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილით, რაც დასტურდება თიბისის მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით.

"ჩვენ ძალიან გვახარებს თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით „Fitch Rating“-ის გადაწყვეტილება. ეს სარეიტინგო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ფუნდამენტურ ფინანსურ სიძლიერესა და რისკის მყარ პროფილს, რაც გამოხატულია აქტივების ჯანსაღი ხარისხით და მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით" - განაცხადა თიბისი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023