ფინანსები
01/06/2021

სადაზღვევო სექტორი COVID დაზღვევის ამოქმედებაზე მთავრობასთან კონსულტაციებს იწყებს

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი  jandacva.ge-თან  COVID დაზღვევის ამოქმედებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სექტორმა დოკუმენტი უკვე მოამზადა და მას მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება თუ როდიდან და რა ფორმით ამოქმედდება COVID დაზღვევა უკვე მთავრობისა და სექტორის შეთანხმების შემდეგ მიიღება. ასევე განისაზღვრება ფასების ზედა ზღვარი, რომელიც ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.

„ახლა ვიწყებთ კონსულტაციებს მთავრობასთან, რა გამოვა საბოლოო ჯამში არ ვიცი. დოკუმენტი მოვამზადეთ, ხვალ გვაქვს შეხვედრა მთავრობასთან და ვნახოთ. ჯერ ისიც არ ვიცით, ეს იქნება სავალდებულო თუ არა. რაც შეეხება ფასებს, გვეცოდინება მაშინ, როდესაც ცნობილი იქნება რა უნდა დავფაროთ. გარდა ამისა, მთავრობას უნდა შევუთანხმოთ რამდენ ტურისტს ელის და ასევე ის, თუ დაახლოებით რამდენი ტურისტი დაეზღვევა აქ და არა ის, რომ ვიღაც უკვე დაზღვეული ჩამოვა და რეალურად, აქ არავის ეცოდინება მისი დაზღვევა რას ფარავს.ასეთ დროს  კლინიკებს  გაუჭირდებათ ფულის ამოღება და ა.შ,“-აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისი განცხადებით, ტურისტებისთვის COVID დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ეს დუბაიში და ბევრ სხვა ქვეყანაშია, თუმცა, საუბარი უნდა იყოს მხოლოდ COVID დაზღვევაზე და არა სამოგზაურო დაზღვევაზე .„ამის გაკეთება კი ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა ხდებოდეს,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, ტურისტული სექტორი, უცხოელებისთვის კოვიდ დაზღვევის ამოქმედებას აქტიურად ითხოვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023