საბანკო სექტორს სასესხო პორტფელი შეუმცირდა
საბანკო სექტორს სასესხო პორტფელი შეუმცირდა, 43.1 მლრდ ლარამდე. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მაისში, 33 მილიონიანი კლებაა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, ზრდა +1.26%m.m).
მაისში ლარის პორტფელი 362 მლნ-ით (+1.67% m.m), უცხოურ ვალუტაში 395 მლნ ლარით შემცირდა, 1.8%-ით, თუმცა კურსის ეფექტის გარეშე 1%-მდე ზრდაა (+ 0.85%m.m)
უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 395.33 მლნ ლარით (1.84%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.85%-ით).
19.9 მლრდ ლარის კორპორაციულ პორტფელში, ლარის სესხები 6.64 მლრდ ლარს არ აღემატება (ლარიზაციის კოეფიციენტი 33%)
01.06.2022-ის მდგომარეობით, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 50.9%-ია (01.06.2021 – 45.6%).
დაკრედიტების ზრდა 9%-მდეა შემცირებული (Y.Y), 1.7-ჯერ. გასულის წლის ანალოგიური პერიოდისთვის 15.5%-იანი ზრდა იყო. სექტორი კლებას სებ-ის ბოლოდროინდელი რეგულაციებით ხსნის.
ბანკები სესხებით და რეზერვებით (01.06.2022
| 
 000 ₾  | 
 000 ₾  | 
|
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 16,731,174  | 
 -660,675  | 
| 
 თიბისი ბანკი  | 
 15,630,697  | 
 -635,675  | 
| 
 ლიბერთი  | 
 2,283,230  | 
 -131,266  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 2,019,258  | 
 -86,306  | 
| 
 კრედო  | 
 1,601,237  | 
 -79,332  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 1,269,108  | 
 -43,765  | 
| 
 ტერა ბანკი  | 
 1,019,045  | 
 -47,735  | 
| 
 ბანკი ქართუ  | 
 853,504  | 
 -140,935  | 
| 
 ხალიკ ბანკი  | 
 685,224  | 
 -40,285  | 
| 
 პაშა ბანკი  | 
 337,225  | 
 -20,794  | 
| 
 ვითიბი ბანკი  | 
 314,321  | 
 -18,908  | 
| 
 იშ ბანკი  | 
 258,681  | 
 -8,961  | 
| 
 ზირაათ ბანკი  | 
 100,769  | 
 -5,591  | 
| 
 სილქროუდ ბანკი  | 
 15,714  | 
 -1,043  | 
წყარო: სებ-ი და ბანკები
