საბანკო სექტორს მაისში აქტივები შეუმცირდა - რეიტინგი
ბანკებს მაისში აქტივები 170 მლნ ლარით შეუმცირდა, 62.6 მლრდ ლარამდე. წლიური ზრდა 10%-მდეა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს (+17%Y.Y) ჩამოცდება. სებ-ის სტატისტიკით, ზრდა 59%-ით არის აღდგენილი.
1 ივნისის მდგომარეობით სისტემური 2 ბანკის წილი 75.7%-ია (01.05.2021 – 74.7%). მაისში აქტივებზე სექტორის მომგებიანობა (ROA) გაზრდილია 2.66%-მდე (01.05.2021 – 2.56%), ბანკების უკუგება 3%-ს გარკვეულწილად სანქცირებული ვითიბის უარყოფითი კოეფიციენტის (-11%) ხარჯზე ჩამოცდება.
სექტორი კვლავ 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, ვითიბი, 473 მლნ-მდე შემცირებული აქტივებით (01.06.2021 -₾ 2,1 მლრდ).
მილიარდერი ბანკებიდან (>1 მლრდ აქტივებით) მაისში ROA კრედოს, ტერა ბანკს და ლიბერთის შეუმცირდა (01.05,.2022 - 1.2%; 2.22%, 1.23%).
ბანკები აქტივებით და აქტივებზე უკუგებით (01.06.2022)
| 
 
  | 
 000 ლარი  | 
 ROA  | 
| 
 თიბისი  | 
 23,912,495  | 
 3.65%  | 
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 23,526,758  | 
 2.99%  | 
| 
 ლიბერთი  | 
 3,295,504  | 
 1.14%  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 2,814,903  | 
 3.08%  | 
| 
 კრედო  | 
 1,868,359  | 
 0.93%  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 1,780,471  | 
 2.39%  | 
| 
 ქართუ ბანკი  | 
 1,492,643  | 
 1.38%  | 
| 
 ტერა ბანკი  | 
 1,374,220  | 
 2.14%  | 
წყარო: ბანკები
