ფინანსები
09/06/2021

საბანკო სექტორმა ტოპ-მენეჯმენტის ანაზღაურებაზე ₾86 მლნ დახარჯა

2020 წელს 15-მა კომერციულმა ბანკმა დირექტორების, სამეთვალყურეო საბჭოს და ასევე რისკის ამღები პირების დაქირავებაზე 85  660 420 ლარი დახარჯა. მინიჭებულ ანაზღაურებაში ნაწილი ფულადი სახით გადაიხადეს, ნაწილი აქციებით. ამასთან, ანაზღაურების ნაწილი ბანკების უმაღლესი რგოლის მენეჯმერებმა ფიქსირებული სახით მიიღეს, ნაწილი კი, ცვლადი ანაზღაურებაა და თანაც გადავადებული.  

გადავადებული ანაზღაურების განაღდება ბანკირებს  3-წლიდან 5 წლამდე პერიოდში შეუძლიათ, შესაბამისად, წინა წლებში გადავადებული ანაზღაურებების გადახდაც ყოველწლიურად ხდება, თუმცა ამ მონაცემებში მხოლოდ 2020 წელს მინიჭებული ხელფასებია წარმოდგენილი.  

2019 წლის განმავლობაში ბანკების დირექტორების, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და რისკის ამღებ პირთა წლიური ანაზღაურება 122 მლნ ლარამდე იყო,  2020-ში კი,  86 მლნ -მდე , შესაბამისად,  პანდემიის დროს  სექტორმა სახელფასო  ხარჯი  36 მლნ ლარით შეკვეცა.    

TOP – 5 ბანკი უმაღლესი რგოლის პირთა ანაზღაურებით

საქართველოს ბანკი

  • დირექტორი 7 - სულ 29 101 901 ლარი, მათ შორის, ფიქსირებული ხელფასი 18 723  994 ლარი
  • სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრი - 2 536 183 ლარი
  • რისკის ამღები 5 პირი -  სულ 3 171 097 ლარი, მათ შორის ფიქსირებული 1 254 651 ლარი
  • ანაზღაურება წლის განმავლობაში - 34 809 181 ლარი    
  • აქციები მენეჯმენტის ხელში 1 548 837

თიბისი  ბანკი

  • დირექტორი 7 - სულ 10 417  009  მლნ 
  • სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრი - 1 714 217 ლარი
  • რისკის ამღები 5  პირი   -  სულ -  1 017 429   ლარი, მათ შორის ფიქსირებული  767 820 ლარი
  • ანაზღაურება წლის განმავლობაში - 13 148 655 ლარი
  • აქციები უმაღლესი მენეჯმენტის ხელში  - 1 341 315 აქცია

ვითიბი

  • დირექტორი 6    -  ფიქსირებული 4 101 964 / სულ 8 665 534 ლარი  
  • სამეთვალყურეო საბჭო  6 წევრი -  121 200 ლარი
  • ანაზღაურება წლის განმავლობაში - 8 786 734 ლარი

კრედო ბანკი

  • დირექტორი 5 -  სულ 2 390  255  ლარი, მათ შორის, ფიქსირებული  2 156 620 ლარი
  • სამეთვალყურეო საბჭო  5 წევრი - 199 929 ლარი
  • რისკის ამღები 29 პირი  - სულ 3 587 283  ლარი, მათ შორის ფიქსირებული  3 022 107 
  • ანაზღაურება წლის განმავლობაში -  6  177 467 ლარი

ლიბერთი

  • დირექტორი 7  -  სულ 2 818  991 ლარი
  • სამეთვალყურეო საბჭო 4  წევრი - 723 214 ლარი
  • რისკის ამღები 18 პირი   -  სულ 2 275 276  ლარი, მათ შორის ფიქსირებული -  1 870 837  ლარი
  • აქციები უმაღლესი მენეჯმენტის ხელში 1 364 465 546  აქცია
  • ანაზღაურება წლის განმავლობაში   -  5 817 481  ლარი

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023