ფინანსები
19/04/2022
საბანკო სექტორმა I კვარტალი ₾413 მლნ-იანი მოგებით დაასრულა - ბანკების რეიტინგი
საბანკო სექტორი 2022 წლის I კვარტალს 413,5 მლნ ლარის მოგებით ასრულებს (Q1/2021- 411.8 მლნ). წლიური ზრდა მოკრძალებულია +0.4% (Y.Y).
1 აპრილის მდგომაროებით (Q1/2022) მოგებაზეა 11 ბანკი და კრებსითი მოგება 430 მლნ ლარს აღემატება.
ბაზარზე არსებული 14 ბანკიდან (ვითიბის ჩათვლით) ზარალზე 3 ბანკია, მათ შორის 24 მლნ ლარზე მეტი ზარალი აქვს ვითიბი ბანკ ჯორჯიას - სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილს, რომლის ძირითადი აქტივები ბაზისბანკმა და ლიბერთიმ შეიძინეს.
ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით
| ბანკები | Q1/2022 (მლნ ₾) | Q1/2021 (მლნ ₾) |
| თიბისი ბანკი | 206,356 | 160.0 |
| საქართველოს ბანკი | 157,871 | 192.4 |
| ბაზისბანკი ბანკი | 21,211 | 7,155 |
| ლიბერთი ბანკი | 16,465 | 10.6 |
| პროკრედიტ ბანკი | 10,014 | 11.07 |
წყარო: კომერციული ბანკები
