საბანკო სექტორის აქტივების ზრდა დაჩქარდა - ბანკების რეიტინგი
საბანკო სექტორის აქტივების ზრდა დაჩქარდა, 18%-ს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის (01.09.2021) 13%-მდე წლიური ზრდა აღინიშნა.
სექტორს მომგებიანობის (ROA) კოეფიციენტი შემცირებული აქვს. 01.09.2022-ის მდგომარეობით, აქტივებზე უკუგება კოეფიციენტი 3.1%-ია (01.09.2021 – 3,9%).
მსხვილაქტივებიანი (>₾1.5 მლრდ)
| 
 
  | 
 01.09.2022 ₾  | 
 01.09.2021 ₾  | 
| 
 საქართველოს ბანკი  | 
 26,480,565.000  | 
 20.349.679.000  | 
| 
 თიბისიბანკი  | 
 25,733,096,000  | 
 22.431.642.000  | 
| 
 ლიბერთი  | 
 3,444,200,000  | 
 2.793.056.000  | 
| 
 ბაზისბანკი  | 
 3,002,015,000  | 
 1.849.214.000  | 
| 
 კრედო  | 
 2,020,386,000  | 
 1.627.159.000  | 
| 
 პროკრედიტ ბანკი  | 
 1,745,740,000  | 
 1.540.593.000  | 
| 
 ქართუ  | 
 1,507,711,000  | 
 1.342.867.000  | 
წყარო: კომერციული ბანკები
39%-იანი წილით ლიდერის პოზიციაზე საქართველოს ბანკმა გადაინაცვლა. მე-2 სისტემური ბანკი თიბისი 38%-იანი წილით მეორეა და სანქციერებული ვითიბის პორტფელით გამსხვილებულ ბაზისბანკს ლიბერთისთან 442 მლნ ლარი აშორებს.
