ფინანსები
02/11/2021

რამდენ ადამიანს ასაქმებს მიკროსაფინანსო სექტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან "კრისტალი" ყველაზე მხსვილი დამსაქმებელია. მისო ბაზარზე 50 ფილიალით არის წარმოდგენილი და 990-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

მეორე ადგილზე კი "რიკო ექსპრესია" 530 დასაქმებულით, მესამე პოზიციაზე კი "სვის კაპიტალი", სადაც 355 ადამიანი მუშაობს.

ამ დროისთვის ბაზარზე სულ 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 386-მდე ფილიალით, სულ სექტორში 4200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ 6 კომპანია (ლაზარე, კავკასუსკრეიდიტ, ბონაკო, რივალკრედიტი, ჯი ეფ ეს ჯგუფი, მიკროინვესტი) ლიკვიდაციის რეჟიმში რჩება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში სექტორის წმინდა მოგებამ 79 მლნ ლარს მიაღწია, იანვარ-სექტემბერში კი მაჩვენებელი 160 მლნ-ს აჭარბებს.

სებ-ის მონაცემებით, სექტორს 720 000-მდე სესხი აქვს გაცემული. ყველაზე მსხვილი პორტფელი ლომბარდებია და 637 მლნ ლარს აღწევს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023