ფინანსები
24/12/2020

ყველაზე მაღალი ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს - ქეშბექისა და ვიზას ერთობლივი საახალწლო აქცია იწყება

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა "ქეშბექი" საახალწლო აქციას 25 დეკემბრიდან იწყებს. აქციის ფარგლებში, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს „ქეშბექი“-ს ოთხ პარტნიორ კომპანიაში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექი - გადახდილი თანხის 40% მომენტალურად დაუბრუნდებათ ანგარიშზე.

აქციაში ჩართულია პეპელას, მინისოს, ბიბლუსისა და სმაგლერსის ყველა სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქციის თარიღებია:

  • 25 დეკემბერი - პეპელა
  • 26 დეკემბერი - მინისო
  • 27 დეკემბერი - ბიბლუსი
  • 28 დეკემბერი - სმაგლერსი

აქციით  სარგებლობისთვის საჭიროა "Cashback”-ის აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე cashback.ge შეთავაზების გააქტიურება და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

„უკვე ტრადიციულად, „ქეშბექი“ მეგობარ ობიექტებსა და ვიზასთან ერთად ყველაზე მაღალ ქეშბექს უბრუნებს მომხმარებელს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაახალწლო სამზადისი შევუმსუბუქოთ ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს.  იმედი გვაქვს, ბევრი მათგანი შეძლებს ამ განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ესტუმრება ჩვენს მეგობარ ობიექტებს,“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქეშბექის ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე libertybank.ge.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ლიბერთის ლოიალობის პროგრამას "ქეშბექი" 500-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს. "ქეშბექი" ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023