ფინანსები
23/09/2021

ყვარელში სახლების სახურავების რეაბილიტაციისთვის ₾1 მლნ დაიხარჯება 

ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით 1 მილიონი ლარი გამოეყო, რომელიც 26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული 100 საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომხმარდება. 

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, მთავრობის შესაბამის განკარგულებას პრემიერმა უკვე ხელი მოაწერა. 

"გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სტიქიისთვის აქამდე საქართველოს მთავრობამ მილიონ ნახევარი ლარი უკვე გამოყო დღეს კი, დამატებით თანხის მობილიზება მოხდა",-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აჭარის და გურიის რეგიონში მომხდარ  სტიქიასაც გამოეხმაურა.

ლერი ბარნაბიშვილის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა  საქართველოს  პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პრემიერის გადაწყვეტილებით  კი, დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს  მთავრობა დაეხმარება, მოხდება ყველა იმ დაზიანებული სახლის აღგენა, რომელსაც სტიქიამ მიაყენა ზიანი.

"მინდა გამოვეხმაურო გურიაში და აჭარაში განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ადგილობრივმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები, ჩართულია  ყველა შესაბამისი უწყება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს  და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მათი აღდგენითი სამუშაოები დაფინასდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მინდა ვუთხრა მოსახლეობას რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა მათ ექნებათ  მაქსიმალური გვერდში დგომა მთავრობის მხრიდან,“- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023