ფინანსები
22/12/2020

პროცესში ჩართულია მშობელი ბანკი - Iş Bank-ი "აპრასთან" კავშირს უარყოფს

Is Bank-ის ფინანსური დირექტორის, უჩა სარალიძის ინფორმაციით, თურქულმა ბანკმა საპროცესინგო მომსახურებაზე მასალები ეროვნულ ბანკს მიაწოდა, რომელიც ყოველგვარ კავშირს "აპრასთან" გამორიცხავს.

მისი თქმით, პროცესში ჩართულია მშობელი ბანკიც.

"იშ ბანკს" მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია აქვს, თურქეთის რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - აცხადებს უჩა სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეროვნულმა ბანკმა თურქული ბანკების მიერ "აპრას" World - ბარათების მომსახურების დაწყებაზე გაავრცელა ინფორმაცია.

ე. წ  აფხაზეთის ეროვნული ბანკი წერს, რომ „ეროვნულმა“ საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრა”-ს ბარათების თურქეთთან  სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.

"პროცესის ავტორიზაცია, კლირინგი და ოპერაციები წარმატებით დასრულდა, რომელიც თურქეთის უმსხვილესი ბანკების Iş Bank-ის და Ziraat Bank-ის ქსელის ტერმინალებში განხორციელდა", - ნათქვამია  ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023