ფინანსები
29/11/2021

პრემიერი: ვიწყებთ საპარტნიორო ფონდის რეფორმას

მთავრობა საპარტნიორო ფონდის რესტრუქტურიზაციაზე ფიქრობს.

პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში დეკემბერში დარეგისტრირდება. 

"ვიწყებთ საპარტნიორო ფონდის რეფორმას. მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია. ამის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დეკემბერში დარეგისტრირდება", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად საუბრობენ. არსებული გეგმის მიხედვით, საპარტნიორო ფონდი  „საქართველოს განვითარების ფონდად“ უნდა გარდაიქმნას. შედეგად, 2022 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოს განვითარების ფონდის რეფორმირებული სახით და სრულყოფილად ამოქმედება.

„საპარტნიორო ფონდის“  არსებულ  მოდელს  და მისი საინვესტიციო აქტივობას იწუნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. IMF-ის რეკომენდაციითვე „საპარტნიორო ფონდს“ საქმიანობა შეზღუდული აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023