ფინანსები
09/11/2021

პრემიერი: ბაზრის დარეგულირების მიზნით ფარმაციის სექტორთან მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - დეტალებზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრაზე ისაუბრა.

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში უკვე მოამზადა და როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკითხი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს.

„გავეცანი სააგენტოს მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშს. ნამდვილად საინტერსოა, ამიტომ დავიწყოთ მუშაობა. მინდა საკითხი გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე. დავიწყოთ დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან, ძირითად მოთამაშეებთან. ასევე, ვაპირებ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ საკითხის დარეგულირების მიზნით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წამლების ფასი მოსახლეობას აწუხებს და არსებობს კითხვები, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის შესწავლა და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე. ამ მიზნით დაიწყება აქტიური შეხვედრები და მჭიდრო დიალოგი სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს უპასუხოდ.

როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას.

„ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ის ძირითადი მიგნებები და ჩვენი შუალედური ანგარიში მოიცავს 2016-2020 წლის პერიოდის ანგარიშს და შესაბამისად, ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზეა წარმოდგენილი ის რეკომენდაციების პაკეტ, რომელიც ორი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი, ეს გულისხმობს ბაზარზე არსებული მაღალი კონცენტრაციისა და არსებული ჰოლდინგური სტრუქტურის ზეგავლენის შეფასებას და მათ განეიტრალებას, იმისათვის, რომ მეტი კონკურენცია იყოს მომხმარებლისთვის და მეტი ინფორმირებული არჩევანი ჰქონდეს მომხმარებელს იმისთვის, რომ საუკეთესო არჩევანის პირობებში მეტი დაზოგოს, როდესაც მედიკამენტებში საკმაოდ მაღალი დანახარჯების გაღება უხდება.

მეორე მიმართულება ჩვენი რეკომენდაციებისა, ეს არის სისტემური საკითხები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში, ჩვენი შეფასებით, სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილებას, მის ელექტრონიზაციას და მეტი არჩევანი გაკეთებას სარეცეპტო პოლიტიკის ფარგლებში, რადგანაც, მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, აღნიშნული შუალედური დასკვნა გავაცნოთ ველა დაინტერესებულ მხარეს და წარმოვადგინოთ ის რეკომენდაციის პაკეტი, რაც საბოლოო ჯამში, მიგვაჩნია, რომ მეტად კონკურენტულ უნარიანს გახდის აღნიშნულ ბაზარს, რაც შესაბამისად, გარკვეულ პერიოდში უნდა აისახოს მედიკამენტების ფასებზე. აქ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმირებული არჩევანი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023