ფინანსები
22/02/2022
პაშა ისევ ზარალზეა - მომგებიანი ბანკების რეიტინგი
იანვარში საბანკო სექტორმა მოგება 100 მლნ-ით გაზარდა. 14-დან 12 ბანკი მოგებაზეა, იანვრის ჯამური მაჩვენებელი 213.7 მლნ ლარს შეადგენს.
აზერბაიჯანული პაშა ბანკი იანვარს 1 მლნ ლარამდე ზარალით ასრულებს, რომელიც აქტივების მიხედვით მე-11-ა. 2022 წელი მცირედი (250 000 ₾) ზარალით დაიწყო "სილქროუდ ბანკმა" (აქტივებით მე-14).
მომგებიანი ბანკების ხუთეულს საქართველოს ბანკი ხსნის და ბაზისი ხურავს.
ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით
| ბანკები | 01.02.2022 (მლნ ₾) | წილი |
| საქართველოს ბანკი | 97,713 | 45.94% |
| თიბისი ბანკი | 93,094 | 43.77% |
| ლიბერთი ბანკი | 4,468 | 2.10% |
| ვითიბი ბანკი | 4,272 | 2.01% |
| ბაზის ბანკი | 3,070 | 1.44% |
| პროკრედიტ ბანკი | 2,652 | 1.25% |
| ხალიკ ბანკი | 2,170 | 1.02% |
| კრედო ბანკი | 1,395 | 0.66% |
| ქართუ ბანკი | 0,448 | 0.21% |
წყარო: კომერციული ბანკები
| ბანკები | 2022 (მლნ ლ) | წილი |
| თიბისი ბანკი | 940,330 | 45.16% |
| საქართველოს ბანკი | 831,974 | 39.96% |
| პროკრედიტ ბანკი | 62,432 | 3.00% |
| ლიბერთი ბანკი | 44,902 | 2.16% |
| ბაზის ბანკი | 43,753 | 2.10% |
| ვითიბი ბანკი | 37,830 | 1.82% |
| ქართუ ბანკი | 34,018 | 1.63% |
წყარო: კომერციული ბანკები
