"პაშა ბანკს" ზარალი გაეზარდა
„პაშა ბანკი“ მომგებიანობის დადებით კოეფიციენტებზე ვერც აპრილში გადის. 1 მაისისთვის (01.05.2022) კაპიტალზე უკუგება (ROE) 10.22%-ს, აქტივებზე (ROA) - 1.71% შეადგენს. ზარალი 2.7 მლნ ლარს.
სესხებიდან ბანკს 10,1 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლები აქვს მიღებული (01.05.2021 – 7.5 მლნ). უმოქმედო სესხების პორტფელში 1 წელზე მეტ ვადაგადაცილებულის კრედიტების (7.6 მლნ) წილი 2.3%-ია. მთლიან 325 მლნ ლარის პორტფელში ძირითადად 277 მლნ ლარის (84%) უზრუნველყოფილი სესხებია.
ზარალი ბანკს ახალი ბრენდის რე/ბანკის გაშვებიდან მოყვება და ამ მიმართულებით ინვესტირებას ყაზახური ჯგუფი აგრძელებს.
| 
 01.05.2022 (₾  | 
 01.05.2021 (₾  | 
|
| 
 აქტივები  | 
 495,496,000  | 
 457.353.000  | 
| 
 სესხები  | 
 325,519,000  | 
 323,888.000  | 
| 
 დეპოზიტები  | 
 255,054,000  | 
 207,700. 000  | 
| 
 ზარალი  | 
 -2,689,000  | 
 1.763.000  | 
წყარო: კომერციული ბანკი
ამ დროისთვის აზერბაიჯანული კაპიტალის ბანკის დირექტორთა საბჭოს, გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ შურღაიასთან ერთად წარმოადგენენ გიორგი ჩანადირი, ლევან ალადაშვილი (რისკები) და სელიმ ბერენტი. სამეთვალყურეო საბჭოს: ფარიდ და შაჰინ მამადოვები, ჯალალ გასიმოვი, ებრუ ოღან კნოტნერუსი (თურქეთი), გიორგი ღლონტი (საქართველო წარსულში ლიბერთის და ტერაბანკის მენეჯერი)
აქციონერები, (>5%-ის ფლობით):
| 
 არიფ პაშაევი  | 
 19,5%  | 
| 
 არზუ ალიევა  | 
 34,9%  | 
| 
 ლეილა ალიევა  | 
 34,9%  | 
| 
 მირ ჯამალ პაშაევი  | 
 10,7%  | 
