"პაშა ბანკი" მომხმარებელს სესხის რეფინანსირებისას შეღავათიან პირობებს სთავაზობს
„პაშა ბანკმა“ რეფინანსირების სესხი გამოიტანა, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით და სხვა ბანკების მომხმარებელს გადმოპორტირებას სთავაზობს. მინიმალური განაკვეთი 15.5%-დან განისაზღვრება. ამ დროისთვის სამომხარებლო ბაზარზე სესხები 14.95% -დან გაიცემა.
"პაშა ბანკის" მსესხებელს 3 თვეში გადაუხდელი ძირი და პროცენტი დანარჩენ თვეებზე გადაუნაწილდება.
არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი 4 წლამდე ვადით გაიცემა. შეღავათი გაცემის 2% -იან საკომისიოს არ ამცირებს.
აზერბაიჯანული პაშა ბანკი 323 მლნ ლარის სასესხო პორტფელით, 0.75% -იანი წილით მე-10 პოზიციაზეა. სესხებიდან შემოსავალი (4.65 მლნ) პორტფელთან 1.4%-ია.
| 
 01.03.2022 (₾  | 
|
| 
 აქტივები  | 
 508,613  | 
| 
 სესხები  | 
 323,238  | 
| 
 დეპოზიტები  | 
 221,266  | 
| 
 ზარალი  | 
 (508,613)  | 
68 მლნ ლარის სააქციო კაპიტალით ბანკი ბოლოდან მესამე ადგილზეა (საზედამხედველო კაპიტალი - 87.6 მლნ) , ახლახანს მენეჯმენტმა აქციების ემისიით (1 აქცია =1 ლარი) კაპიტალის გაზრდაზე განაცხადა. ბანკის ნებადართული კაპიტალი 103 მლნ-დან 129 მლნ ლარამდე იზრდება
ამ დროისთვის აზერბაიჯანული კაპიტალის ბანკის დირექტორთა საბჭოს, გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ შურღაიასთან ერთად წარმოადგენენ გიორგი ჩანადირი, ლევან ალადაშვილი (რისკები) და სელიმ ბერენტი.
სამეთვალყურეო საბჭოს: ფარიდ მამადოვი (თავმჯდომარე), ჯალალ გასიმოვი, ებრუ ოღან კნოტნერუსი (თურქეთი), გიორგი ღლონტი (წარსულში ლიბერთის და ტერაბანკის მენეჯერი) და შაჰინ მამადოვი.
| 
 ბანკის ბენეფიციარები, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენაქციების 5%–ს ან მეტს წილის მითითებით  | 
|
| 
 არიფ პაშაევი  | 
 19,49%  | 
| 
 არზუ ალიევა  | 
 34,91%  | 
| 
 ლეილა ალიევა  | 
 34,91%  | 
| 
 მირ ჯამალ პაშაევი  | 
 10,69%  | 
