ფინანსები
14/05/2021

პანდემიამ ობლიგაციების ბაზრის ზრდა შეანელა

პანდემიამ ობლიგაციების ბაზრის ზრდა შეანელა. თუ წინა წლებში ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარი სწრაფი ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა, 2020 წელს ბაზრის ეს სეგმენტი მხოლოდ 5.5%- ით  გაიზარდა და მისმა ზომამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4.2% შეადგინა. გამოშვებული კომერციული ობლიგაციების 58%-ს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ლარით დენომინირებული ობლიგაციები შეადგენს.

კორპორატიული ობლიგაციების ბაზრისგან განსხვავებით, 2020 წელს სახაზინო ობლიგაციების ბაზრის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ბაზარი 54%-იან ზრდას აჩვენებს 2019 წელთან შედარებით და მისმა მოცულობამ მშპ-ს 11.9%-ს მიაღწია.

ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიშით ირკვევა, რომ  ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ადგილობრივი ბაზრის ლიკვიდურობის მაჩვენებლები გაუმჯობესებით ხასიათდებოდა, თუმცა 2020 წელს ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობა საგრძნობლად შემცირდა.

სახაზინო ობლიგაციების ლიკვიდურობის დიდ წილს, ძირითადად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ოპერაციები ქმნის, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში მომატებულ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, მიუხედავად 2020 წლის მცირედით დაღმავალი ტრენდისა, არარეზიდენტი ინვესტორების წილი საგრძნობლად გაზრდილია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023