ფინანსები
16/04/2021

ოთარ შარიქაძე ევრობონდებზე: ინვესტორებს სჯერათ საქართველოსი და მზად არიან ფულის ჩასადებად

ინვესტორებს სჯერათ ამ ქვეყნის, ინვესტორებს სჯერათ ამ ინვესტიციების და მზად არიან კიდევ 5 წლით ჩადონ ფული ამ ქვეყანაში, - ასე აფასებს „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველი დირექტორი ევრობონდების განთავსებას.

ოთარ შარიქაძის თქმით, წარმოუდგენელიც კი იყო მსოფლიო კრიზისის ფონზე ასეთ მოკლე პერიოდში ახალი ფასიანი ქაღალდების განთავსება, თუმცა მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო.

„ეს მნიშვნელოვანია არ მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან დიდი ეკონომიაა ქვეყნისთვის (დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს), არამედ შემდეგი კომპანიებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგანაც დაფიქსირდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი (2.75%), რაც გამოყენებული იქნება შემდგომში ბენჩმარკად შემდეგი განთავსებებისთვის“, - აღნიშნა ოთარ შარიქაძემ.

საქართველომ ახალი 500 მლნ დოლარის ევრობონდები გამოუშვა, კუპონის განაკვეთი 2,75%-ია. 

ტრანზაქციაში მონაწილეობდნენ JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, ასევე TBC Capital და Galt & Taggart.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 10 წლიანი დაფარვის ვადით $500 მლნ-ის ევროობლიგაცია განათავსა. ევრობონდები ბიუჯეტიდან გასულ კვირას დაიფარა. 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6.875%-ს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023