ფინანსები
20/10/2021

ნოემბერში ახალი ტენდერის გამოცხადება ალბათ ალეკოს ვარაუდია - პაატა მანჯგალაძე

პოლიტიკური პარტიის „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე “ბანკები და ფინანსებთან“  აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი რაზე დაყრდნობით აცხადებს იმას, რომ „საპენსიო სესხებზე პროცენტი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შემცირდება.

კითხვაზე, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა თუ არა უკვე და მიღებული იქნა თუ არა ის გადაწყვეტილება, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს,მანჯგალაძე აცხადებს, რომ სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა და მას შემდეგ ჯგუფი აღარ შეკრებილა.

“არ მაქვს ინფორმაცია, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. როდესაც ჩაინიშნება მივალ აუცილებლად. ელისაშვილი საუბრობს პირველი შეხვედრის დროს გაჟღერებული იდეებიდან გამომდინარე. რაც თქვა ეს ალბათ ალეკოს ვარაუდია, არ შემიძლია ამაზე კომენტარი გავაკეთო.

ზოგადად, იმ ჯგუფში ვიყავით როგორც ბანკები, ისე სახელმწიფო სტრუქტურები და ოპოზიციური პარტიები, ყველა ვთანხმდებოდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

რაც შეეხება იმას, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შემცირდება საპენსიო სესხებზე პროცენტები და ტენდერი გაიმართება ნოემბერში ან თუნდაც წლის ბოლოს, ეს არ ვიცი, ამაზე ალეკოს დაურეკეთ. ჩვენ ჩვენი ალტერნატიული წინადადებები გვაქვს და როგორც კი იქნება მსგავსი შეხვედრა, აუცილებლად გავაჟღერებთ“-აცხადებს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, „მოქალაქეების ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ საპენსიო სესხებზე პროცენტი შემცირდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ.

„საპენსიო სესხებზე პროცენტი შემცირდება და ეს მოხდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. ამ საკითხზე სხვა პროცესი მიდის, რადგან ახალი ტენდერია გამოსაცხადებელი. ამ პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი არ გაჩერებულა, სამთავრობო კომისია შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი შეხედულებებიც გავუგზავნეთ ტენდერის პირობებთან დაკავშირებით. სიტყვას გაძლევთ, როგორც კი არჩევნების მეორე ტური დასრულდება,ამ წლის დასრულებამდე ახალი ტენდერიც გამოცხადდება ,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

 

"ბანკები და ფინანსები"

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023