ფინანსები
20/03/2021

მზადება ევრობონდების გამოშვებისთვის - საინვესტიციო ბანკები უკვე შერჩეულია

მთავრობა ევრობონდების გამოშვებისთვის ემზადება. ევრობონდების გამოშვების პროცესში სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი JP Morgan, Goldman Sachs და ICBC ჩაერთვება.

საინვესტიციო ბანკები სპეციალურმა კომისიამ 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიდან წარდგენილი შეთავაზებების მიხედვით შეარჩია.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა - Galt & Taggart და TBC Capital.

საინვესტიციო ბანკების შერჩევის შემდეგ, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები.

ევრობონდების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში.

2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 10 წლიანი დაფარვის ვადით $500 მლნ-ის ევროობლიგაცია განათავსა. ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი იყო.

"სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდების თანხის დაფარვისთვის საჭიროა ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა გასულ კვირას და საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცესის დაწყება დააანონსა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023