ფინანსები
08/12/2020

მცირე მეწარმეების ნაწილმა სალომბარდე სესხის აღება დაიწყო

პანდემია ბიზნესის თითქმის ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება ლომბარდია. როგორც „ბიზნესპარტნიორმა“ გაარკვია, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ბევრი სავაჭრო ობიექტი დახურულია, ან თუ მუშაობს, შემცირებული რეალიზაციით, მცირე მეწარმეების ნაწილი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა. ამან კი  სალობარდე სესხზე მოთხოვნა გაზარდა.

ლომბარდ „ემ ფინანსის“ წარმომადგენელი ჯუმბერ მაჩიტიძე აცხადებს, რომ  საბანკო რეგულაციების გამკაცრებისა და პანდემიის ფონზე, დღეს ლომბარდს უფრო მეტად მცირე მეწარმეები აკითხავენ. მისი განცხადებით, საპროცენტო განაკვეთი თითქმის უტოლდება ბანკებში არსებულს, თუმცა, ლომბარდის უპირატესობაა სწრაფი სესხი, რომლისთვისაც 15 წუთია საჭირო. ეს კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაჩიტიძე აცხადებს, რომ მომხმარებელის კატეგორია, რომელიც ოჯახური სიტუაციის გამო ალომბარდებს ნივთს, ნაკლებადაა.

„რაც შეეხება გადახდისუნარიანობას,  მომხმარებლებში ეს მაჩენებელი  90–95%-ია.  თუმცა, არის გარკვეული პრობლემები ვადებთან დაკავშირებით. პანდემიის გამო, ჩვენი ორგანიზაცია კონკრეტულ ვადებს არ აწესებს და საპროცენტო განაკვეთის შემოტანასაც არ ვითხოვთ. ვცდილობთ ხალხს მეტი კომფორტი შეუქმნათ. საერთო ჯამში, შემცირებულია კლიენტთა რაოდენობა.“– აღნიშნავს ჯუმბერ მაჩიტიძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს ლომბარდ „ლელას“ დირექტორს. მისი თქმით, ხალხს ძალიან გაუჭირდა, რამაც ლომბარდებიდან ნივთების გატანა დააპაუზა.

„ვცდილიბთ კლიენტს ჩაბარებული ნივთი არ დავუკარგოთ და ხელი შევუწოთ გადახდაში“– აცხადებს  ლელა თარგამაძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023