ფინანსები
25/01/2022
მსხვილპორტფელიანი ბანკები საკრედიტო შემოსავლებით - რეიტინგი
ბანკებს სესხებიდან შემოსავლები 4.2 მლრდ ლარამდე გაეზარდა (01.01.2021 – 3.466 მლრდ).
1-ლი იანვრის მდგომაროებით, საცალო სესხებიდან ბანკებმა 2.482 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს (01.01.2021 -2.052 მლრდ), ბიზნესის დაკრედიტებიდან კი 1.673 მლრდ ლარამდე (01.01.2021 – 1.4 მლრდ)
ბანკებს საპროცენტო შემოსავლები წლიურად 21.2%-ით აქვს გაზრდილი (H1/2021 +21.5%Y.Y), თიბისის 20.6%, საქართველოს ბანკს 24.4% ზრდა აქვს. ახლადგამსხვილებული კრედოს (ფინკას აქტივები შეიძინა) პორტფელის შემოსავლიანობა კი წლიურად 35%-ით არის გაზრდილი.
მსხვილპორტფელიანი ბანკები საპროცენტო შემოსავლებით
| ბანკები | 01.01.2022 | 01.01.2021 |
| საქართველოს ბანკი | 1,514,946 | 1,218,416 |
| თიბისი ბანკი | 1,478,911 | 1,226,390 |
| ლიბერთი ბანკი | 322,997 | 256,018 |
| კრედო | 247,577 | 183,366 |
| ვითიბი ბანკი | 156,724 | 127,611 |
| ბაზისბანკი | 107,085 | 93,495 |
| პროკრედიტ ბანკი | 104,435 | 87,706 |
| ბანკი ქართუ | 76,398 | 70,677 |
წყარო: კომერციული ბანკები (000 ₾)
