ფინანსები
13/01/2023

მომხმარებელთა უფლებების დასაცავად - რა მოთხოვნებს უყენებს სებ-ი საფინანსო სექტორს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის ახალი მოთხოვნები შეიმუშავა, რომელთა მთავარი მიზანია კომბინირებული საფინანსო პროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, მომხმარებელთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ბაზარზე კონკურენციის წახალისება.

ფინანსურმა ორგანიზაციებმა, მომხმარებლებისთვის საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ცალკეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლების სათანადო ინფორმირება უნდა უზრუნველყონ. კერძოდ, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც კომბინირებული შეთავაზების, ისე  ცალკეული საფინანსო პროდუქტის სარეალიზაციო ფასის შესახებ.

ახალი მოთხოვნები საქართველოში მოქმედ  კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებზე, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე ვრცელდება.

ცვლილებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის საფინანსო პროდუქტი, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. ფინანსური ორგანიზაციებისთვის ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთ საფინანსო პროდუქტზე, რომლებსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და  არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საფინანსო პროდუქტს. ასეთ შემთხვევაში, საკმარისია, ფინანსურმა ორგანიზაციამ მიუთითოს და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საფინანსო პროდუქტს მომხმარებელი ცალკე ვერ შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან.  პროექტი კი დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული. ფინანსური ორგანიზაციებისთვის  ახალი მოთხოვნების შესრულება  2023 წლის 1-ელი აპრილიდან იქნება სავალდებულო.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023