ფინანსები
08/12/2022

მოასწარი დეკემბერი - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე დაიწყო

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე დეკემბრის აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს  განსაკუთრებული პირობებიდან ერთ-ერთი.

  • ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან)
  • ან დაისვენოს სესხის ყოველთვიური გადასახადისგან ზაფხულამდე, 6 თვემდე საშეღავათო პერიოდის პირობით

აქციის პირობებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ახალი სესხის აღებისას, ასევე არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის/თანხის დამატების შემთხვევაში, შემოსავლების დადასტურების პირობით. ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში, თავის მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს.

შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს მთელი საქართველოს მასშტაბით, ან მობილურ სერვის ცენტრებს.

აქცია გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით.

დეტალური პირობები: https://bit.ly/3EUupt6

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023