ფინანსები
08/11/2021

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი წმინდა მოგებით

მიკროსაფინანო სექტორმა მოგება 6-ჯერ გაზარდა. 1 ოქტომბრის მდგომარეობით (Q32021) 39 მისოს წმინდა მოგება 78,7 მილიონი ლარია (Q3/2020 -  12 მლნ; + 550% Y.Y).

 Q3/2021 

/ორგანიზაციები

 წმ.მოგება

 

 

რიკო

33,4 მლნ

 

 

სვის კაპიტალი

 7,7 მლნ

 

 

კრისტალი

 5,2 მლნ 

 

 

 

 

 

 

წყარო: მისოები

1 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი აქტივები 1,58 მლრდ და სასესხო პორტფელი 1,33 მლრდ ლარი, (Q3/2020 - ₾1.395 მლრდ, ₾1.31 მლრდ). რიკო და კრისტალის  ჯამური წილი 62%-ია (Q1/2021-53.6%; Q/2020 – 51.7% Q1/2019 -42.6%).

მიკროსაფინანსო სექტორი სულ, 39 ორგანიზაციით არის წარმოდგენილი (Q1/2020 – 43, Q1/2019 – 61),  2021-ის III კვარტლის მდგომარეობით, მსესხებლების  რაოდენობა შემცირებულია. 1 ოქტომბრისთვის, 720 000 სესხია გაცემული (Q1/2021 - 681 000; Q1/2020 – 715 700; Q1/2019 – 751 100) და აქედან უმეტესობა (520 000) სალომბარდოა

  • მ/ო რეიტინგი, პორტფელით

მ/ორგანიზაციები

 Q3/2021

 Q1/2020

 

კრისტალი

359,377,075

342,431,227

რიკო

343 654 085

325 796 092

სვის კაპიტალი

121 773 132

115.843.779

 ∑

1 331 233 115

1 247 056 581

წყარო: მ/ორგანიზაციები 

მიკროსაფინანსო სექტორმა ნამეტი რეზერვის ნაწილი გამოარეზერვა. როგორც იცით, პანდემიის საგაზაფხულო ტალღაში მარეგულირებლმა ბაზარს დამატებითი ბუფერი შეაქმნევინა (პორტფელის 5%). Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე სექტორს  129 მლნ -ის რეზერვი ჰქონდა. 1 ოქტომბრისთვის (Q3/2021) კი 85 მლნ-მდეა შეამცირა.

თუმცა, ნაწილი არ გამოთავისუფლდა. სებ-ის ინფორმაციით, 2021 წლისთვის საერთო რეზერვის თითქმის ნახევარი ამორტიზირდა სპეციალურ რეზერვში.

საკრედიტო პორტფელზე COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შესაძლო ნეგატიური ეფექტის შესამსუბუქებლად, სებ-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ამავე თვის ბოლო მდგომარეობით არსებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 5%-ის ოდენობით სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის საერთო რეზერვის ფორმირება დაევალათ.

სებ-ის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის“ შესაბამისად შექმნილი რეზერვის რეალიზაცია სპეციალურ რეზერვში ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. ამასთან, განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფლება მიეცათ სებ-ისთვის  სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების შიდა მეთოდოლოგია/მოდელი წარმოედგინათ.

მოქმედი კანონმდებლობით ბანკებისგან განსხვავებით, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის ფორმირების ვალდებულება არ არის განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023