ფინანსები
05/05/2023

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სთან დაკავშირებით SOLO Talks-ის შეხვედრა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით, წელს საქართველოში ქართული მოდის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიის კრიტიკოსებს, მოდის მიმდევრებს და მედიის წარმომადგენლებს Factory Tbilisi-ში მასპინძლობს, სადაც ისინი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს ესწრებიან.

მოდის მოყვარული SOLO მომხმარებლებისთვის კი ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სთან დაკავშირებით SOLO Talks-ის შეხვედრა გაიმართება.  

6 მაისს 15:00 საათზე ჭავჭავაძის ლაუნჯში ALDOMARIACAMILLO-ს დამფუძნებელთან და კრეატიულ დირექტორთან, Aldo Maria Camillo-სთან შეხვედრა ჩატარდება, სადაც ის მსმენელს სამოდელო სახლებში მიღებული გამოცდილებისა და საკუთარი ბრენდის შექმნის ისტორიაზე მოუყვება, ასევე, გაუზიარებს მოდის მეშვეობით იდენტობის გამოხატვის ხერხებს და ALDOMARIACAMILLO-ს მოდის სახლში მამაკაცის კოლექციის შექმნის პროცესზე ესაუბრება.

SOLO Talks-ზე დასწრება მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის არის შესაძლებელი. SOLO Talks არის ღონისძიებების ყოველკვირეული სერია, სადაც თავის სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრა იტალიელ მწერალთან და ანტერპრენერთან, Danilo Venturi-სთან, სადაც სპიკერი პანდემიის, ომისა და ეკონომიკური კრიზისების გავლენით მოდის ახალი ეპოქის წარმოქმნის შესახებ ესაუბრა მსმენელს.

ინფორმაციისთვის, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4-8 მაისს Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე ტარდება. SOLO მომხმარებლებისთვის აღნიშნულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება SOLO Boutique-ის სტენდი, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ გამორჩეული ბრენდების (Crash Baggage, Gaggia, Philippe V, Luccaffe, Stetson, Bangle Up...) პროდუქცია და SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას ისარგებლონ 20%-იანი ქეშბექით. SOLO და WM ბარათის მფლობელებისთვის კი აღნიშნული ბრენდების ნივთები SOLO ლაუნჯში და Shopshop.ge-ზე არის ხელმისაწვდომი.


 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023